Home / Tag Archives: #მარტოხელა მშობლები #თვითმმართველობები

Tag Archives: #მარტოხელა მშობლები #თვითმმართველობები

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა. ასეთი ნორმა სულ რვა მუნიციპალიტეტს ჰქონდა (შიდა ქართლის, კახეთის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში). ისინი სხვადასხვა ტიპის დახმარებას მხოლოდ მარტოხელა დედებს სთავაზობდნენ.   ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოყოფილი დახმარებებით დაინტერესდა. გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა თვითმმართველობებთან – როგორ ეხმარებიან მუნიციპალიტეტები მარტოხელა მშობლებს

14 ივლისს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მას გამგეობების სოციალური სამსახურის თანამშრომლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ფონდის ბენეფიციარი მარტოხელა მშობლები ესწრებოდნენ.    ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ამ შეხვედრის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ 25 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებს მხოლოდ 12 ეხმარებოდა. მათგან ზოგიერთს კი შეღავათები და დახმარებები მხოლოდ დედებისთვის ჰქონდა გათვალისწინებული.    ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ერთმანეთისთვის კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება დადებით შედეგს გამოიღებდა. შეხვედრამ თვითმმართვლობის წარმომადგენელთა აქტიურობის ფონზე ჩაიარა. მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ დახმარებაზე ისაუბრეს და მზაობა გამოთქვეს, მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური პროგრამები შექმნან. ხოლო ვისაც უკვე აქვს მსგავსი პროგრამები, აპირებენ, …

იხილეთ მეტი »