Home / ღონისძიებები

ღონისძიებები

როგორ შევქმნათ სოციალური საწარმო – ტრენინგი მარტოხელა მშობლებისთვის

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი აგრძელებს მარტოხელა მშობლების გაძლიერებაზე ზრუნვას. ამ მიზნით ფონდმა მ.წ. 11-12 დეკემბერს ჩაატარა ტრენინგი სპეციალურად მათთვის.    ორდღიან სემინარზე მარტოხელა მშობლებმა სოციალური საწარმოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს – რა არის სოციალური საწარმო, რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ბიზნეს საწარმოსგან, როგორ უნდა შევქმნათ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მან წარმატებულად იმუშაოს.    ფონდის ბენეფიციარებმა რამდენიმე პრაქტიკული დავალება და პრეზენტაცია  გააკეთეს. სემინარის მეორე ნაწილი …

იხილეთ მეტი »

მარტოხელა მშობლები საქართველოში – ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ანგარიშის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა

16 ოქტომბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით ანგარიშის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა.   ფონდმა შეისწავლა და გააანალიზა როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობა. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები მარტოხელა მშობლებთან, რაც მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. ასევე, გაანალიზდა სხვადახვა, მათ შორის ფსიქოლოგიური ფაქტორი. შედეგად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა თვითმმართველობებთან – როგორ ეხმარებიან მუნიციპალიტეტები მარტოხელა მშობლებს

14 ივლისს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მას გამგეობების სოციალური სამსახურის თანამშრომლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ფონდის ბენეფიციარი მარტოხელა მშობლები ესწრებოდნენ.    ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ამ შეხვედრის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ 25 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებს მხოლოდ 12 ეხმარებოდა. მათგან ზოგიერთს კი შეღავათები და დახმარებები მხოლოდ დედებისთვის ჰქონდა გათვალისწინებული.    ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ერთმანეთისთვის კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება დადებით შედეგს გამოიღებდა. შეხვედრამ თვითმმართვლობის წარმომადგენელთა აქტიურობის ფონზე ჩაიარა. მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ დახმარებაზე ისაუბრეს და მზაობა გამოთქვეს, მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური პროგრამები შექმნან. ხოლო ვისაც უკვე აქვს მსგავსი პროგრამები, აპირებენ, …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მორიგი ტრენინგები გორსა და SOS ბავშვთა სოფელში

3 მაისს „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ კიდევ ერთი ტრენინგი გამართა, ამჯერად გორში. მას მარტოხელა დედები და მარტოხელა მამა ესწრებოდნენ. მათ საშუალება მიეცათ, საკუთარი უფლებების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოესმინათ და ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი მიეღოთ. შეხვედრის სამართლებრივ ნაწილს ამჯერადაც სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა.  …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტოხელა მშობლებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო

  „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“  მარტოხელა მშობლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო. პირველი შეხვედრა 7 მაისს, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ შედგა.    ტრეინინგის მონაწილე მარტოხელა დედებს საკუთარი უფლებების შესახებ ვრცელი და სასარგებლო ინფორმაცია სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის წევრმა, ანა ლობჟანიძემ  მიაწოდა. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, თავადაც ესაუბრათ მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, დაესვათ კითხვები და …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის დისკუსია თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ 27 მარტს „ფრონტლაინ ჯორჯიაში“  გამართა დისკუსია, თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“.   ღონისძებაზე მოხსენებით გამოვიდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (AVNG) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სალომე ჩაგელიშვილი, რომელმაც სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობასა და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ათასობით ბენეციფიართან შეხვედრამ ცხადყო, …

იხილეთ მეტი »