Home / სიახლეები (page 4)

სიახლეები

HRDF და საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი თანამშრომლობას იწყებენ

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი შეხვედრა შედგა.   პირველი შეხვედრა საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის თავშესაფარში გაიმართა. ფონდის წარმომადგენლები იქ მცხოვრებ მარტოხელა დედებს შეხვდნენ. მათ ფონდისა და პროექტის, ასევე, მარტოხელა მშობლების უფლებების შესახებ ისაუბრეს. თავშესაფრის ბენეფიციარები პროექტით დაინტერესდნენ და მომავალი თანამშრომლობის …

იხილეთ მეტი »

დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ HRDF-ის რეკომენდაცია სიღნაღის საკრებულომაც გაითვალისწინა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ რეკომენდაცია და საკუთარი დადგენილების დანართში „მარტოხელა დედა“ „მარტოხელა მშობლით“ შეცვალა.   საუბარია საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის დადგენილების იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ერთჯერადად 100 ლარის ოდენობის დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედები სარგებლობენ. რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ დისკრიმინაციული ნორმა შეიცვალა და ახლა …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის რეკომენდაციით, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დისკრიმინაციული ნორმა შეცვალა

  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციები გაითვალისწინა და გამოასწორა დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც ერთჯერად ფულად დახმარებას მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის ითვალისწინებდა. ამის შესახებ HRDF-ს ხონის საკრებულომ წერილობით აცნობა.   „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 22 მარტს მიიღო ნორმატიული აქტი „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული …

იხილეთ მეტი »

HRDF აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში

“ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი” აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში.   ვინ არიან მარტოხელა მშობლები:    ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;  განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს; ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს; ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.   რა …

იხილეთ მეტი »

HRDF მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მიმართავს

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართავს. საუბარია საკრებულოების მიერ 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტებში მარტოხელა დედებისთვის დაწესებულ შეღავათებსა და დახმარებაზე.   დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ხონისა და თბილისის საკრებულოები თავიანთი დადგენილებებით მარტოხელა დედებისთვის გარკვეულ დახმარებას აწესებენ. თუმცა, მიუხედავად მათ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებისა, …

იხილეთ მეტი »

HRDF: „საგადასახადო კოდექსში კაცების მიმართ დისკრიმინაციული ნორმა უნდა შეიცვალოს“

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის ჩანაწერი დისკრიმინაციულია და ფინანსთა სამინისტროს საკანონმდებლო ნორმის შეცვლის რეკომენდაციით მიმართავს.   კერძოდ, კოდექსის 82-ე მუხლის (გადასახადისგან გათავისუფლება) მეორე ნაწილის „ა.გ.“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.   შესაძლოა, მოცემული ჩანაწერი მიზნად …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მორიგი შეხვედრა გურჯაანსა და წნორში

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 15 თებერვალს გურჯაანში მორიგი, ხოლო წნორში პირველი შეხვედრა გამართა. როგორც ბენეფიციარებთან საუბრისას გაირკვა, მარტოხელა დედები არ არიან ინფორმირებულები მათი უფლებების შესახებ. ამასთან უმეტესობამ არც კი იცის, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობა არსებობს, ამიტომ მათი ინტერესი ფონდის პროექტის მიმართ ძლიერია, რადგან საშუალება ეძლევათ, მიიღონ მნიშვნელობანი და …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ გორში მორიგი შეხვედრა გამართა

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ გორში მორიგი შეხვედრა გამართა. ფონდის იურისტმა მარტოხელა დედებს უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწია. გარდა ამისა, ფონდის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროს, დავით ჩიხრაძესა და მერიის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს, ვერიკო ბიწაძეს შეხვდნენ. მათ როგორც ორგანიზაციის, ასევე გამგეობისა და მერიის საქმიანობაზე ისაუბრეს. როგორც გაირკვა, მერიაც და …

იხილეთ მეტი »

HRDF მანდატურისა და 15 წლის მოზარდის ურთიერთობაზე განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 40 წლის მამაკაცმა, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მანდატურად მუშაობდა, ამავე სკოლის მოსწავლესთან, 15 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირი დაამყარა. გამოძიება 140-ე მუხლით დაიწყო. თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მოზარდის ოჯახი მამაკაცის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას არ აპირებს, თუკი ის 15 წლის გოგოს ცოლად …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა პარტნიორებთან კიდევ ერთი შეხვედრა „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრის“(GCRT) ქუთაისის ოფისში გამართეს. მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები,  სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცმუშაკები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კედეცის“, GCRT-ის, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და  ბავშვთა სოფლის ქუთაისის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდის წევრებთან …

იხილეთ მეტი »