Home / სიახლეები (page 3)

სიახლეები

HRDF მერობის კანდიდატებს მოუწოდებს, საარჩევნო პროგრამებში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები გაითვალისწინონ

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ ახლადარჩეული კადრები წარმართავენ მუნიციპალიტეტების სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ მათთვის მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყოს.                                         ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტს. როგორც უშუალოდ მარტოხელა მშობლებთან საუბრისას გაირკვა, …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა. ასეთი ნორმა სულ რვა მუნიციპალიტეტს ჰქონდა (შიდა ქართლის, კახეთის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში). ისინი სხვადასხვა ტიპის დახმარებას მხოლოდ მარტოხელა დედებს სთავაზობდნენ.   ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოყოფილი დახმარებებით დაინტერესდა. გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას …

იხილეთ მეტი »

„მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

Impact Hub Tbilisi-ში ადამიანის უფლებების განვითარების ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციის – Nesehnuti ერთობლივი ორგანიზებით, „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.     სამუშაო ჯგუფის ძირითადი მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომელიც გააუმჯობესებს ბოშათა სამართლებრივ მდგომარეობასა და მათთვის სახელმწიფო სერვისებს  უფრო ხელმისაწვდომს გახდის.    შეხვედრის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ბოშათა პრობლემებზე …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის ტრენინგები დასრულდა – ადვოკატირების კამპანია ახალ ეტაპზე გადადის

  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა დაასრულა ბენეფიციარებისთვის ტრენინგების ჩატარება. სულ 6 შეხვედრა გაიმართა. ტრენინგის „პირველი ტალღა“ გორში, წნორში, ზესტაფონსა და თბილისში გაიმართა. მონაწილე მარტოხელა მშობლებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი უფლებების შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია მიეღოთ. ამასთან, ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას და როგორ გაძლიერდნენ შინაგანად. უფრო კონკრეტულად კი, ტრენინგები შემდეგ საკითხებს …

იხილეთ მეტი »

განათლების სამინისტრო მზადაა, გამონაკლისის სახით, მარტოხელა დედის შვილი სასურველ სკოლაში დაარეგისტრიროს

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, რომ უწყება მარტოხელა დედას შვილის სასურველ სკოლაში რეგისტრაციაში დახმარებოდა.   მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს კანონმდებლობით, არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი გარანტია მარტოხელა მშობლისთვის სკოლებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესში პრიორიტეტის მინიჭების სახით, სამინისტრომ ფონდის რეკომენდაცია გაითვალისწინა და მზადაა, ამ კონკრეტულ …

იხილეთ მეტი »

HRDF: ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ბავშვებს.   დღეს ძალიან სიმბოლური და კარგი დღეა იმისთვის, რომ სახელწმიფოს საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებები შევახსენოთ და მოვუწოდოთ, რომ მისთვის პრიორიტეტულ ადგილზე სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვა დააყენოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ბავშვის უფლებათა კონვენციის …

იხილეთ მეტი »

გამოცდილების გაზიარება ჩეხეთსა და საქართველოში მცხოვრებ ბოშათა შორის

2017 წლის 11 მაისს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა „მოქალაქეობის არმქონე ბოშების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ პირველი  შეხვედრა გამართა ბოშათა საკითხებზე.   შეხევდრა განხორციელდა პროექტის პარტნიორ ჩეხ არასამთავრობო ორგანიზაცია NESEHNUTÍ-სთან ერთად, სადაც ჩეხეთში და საქართველოში მცხოვრებმა ბოშებმა თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს სხვადასხვა სოციალურ და ინტეგრაციულ საკითხზე.   შეხვედრას ესწრებოდნენ ბოშების ინტეგრაციის …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მორიგი ტრენინგები გორსა და SOS ბავშვთა სოფელში

3 მაისს „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ კიდევ ერთი ტრენინგი გამართა, ამჯერად გორში. მას მარტოხელა დედები და მარტოხელა მამა ესწრებოდნენ. მათ საშუალება მიეცათ, საკუთარი უფლებების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოესმინათ და ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი მიეღოთ. შეხვედრის სამართლებრივ ნაწილს ამჯერადაც სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა.  …

იხილეთ მეტი »

HRDF პარლამენტში მარტოხელა მშობლების საკითხზე მომუშავე ჯგუფის წევრი გახდა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი პარლამენტში „მარტოხელა მშობლის“ სტატუსის შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთო. ჯგუფის შემადგენლობაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შედიან.   მისი შექმნის მიზანი მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებაა. სწორედ მათი დახვეწა …

იხილეთ მეტი »

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტოხელა მშობლებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო

  „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“  მარტოხელა მშობლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო. პირველი შეხვედრა 7 მაისს, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ შედგა.    ტრეინინგის მონაწილე მარტოხელა დედებს საკუთარი უფლებების შესახებ ვრცელი და სასარგებლო ინფორმაცია სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის წევრმა, ანა ლობჟანიძემ  მიაწოდა. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, თავადაც ესაუბრათ მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, დაესვათ კითხვები და …

იხილეთ მეტი »