Home / hrdfge (page 5)

hrdfge

დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ HRDF-ის რეკომენდაცია სიღნაღის საკრებულომაც გაითვალისწინა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაითვალისწინა დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ რეკომენდაცია და საკუთარი დადგენილების დანართში „მარტოხელა დედა“ „მარტოხელა მშობლით“ შეცვალა.   საუბარია საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის დადგენილების იმ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ერთჯერადად 100 ლარის ოდენობის დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედები სარგებლობენ. რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ დისკრიმინაციული ნორმა შეიცვალა და ახლა …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის დისკუსია თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ 27 მარტს „ფრონტლაინ ჯორჯიაში“  გამართა დისკუსია, თემაზე „მარტოხელა მშობლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში“.   ღონისძებაზე მოხსენებით გამოვიდა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (AVNG) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სალომე ჩაგელიშვილი, რომელმაც სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობასა და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ათასობით ბენეციფიართან შეხვედრამ ცხადყო, …

იხილეთ მეტი »

„მარტოხელა მამობა სირცხვილი არაა, თუმცა ძალიან რთულია“

დიახ, მე მარტოხელა მამა ვარ და ორ მცირეწლოვან ბიჭს ყველას დაუხმარებლად ვზრდი. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, პირიქით, რთულია მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მაგრამ ამის გამო ნამდვილად არ მრცხვენია.   ჩემი შვილების დედას 6 წლის წინ დავშორდი. ცოლ-ქმარი ფორმალურად ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით და ორ შვილს ვზრდიდით, თორემ ისე არც ხელი …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის რეკომენდაციით, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დისკრიმინაციული ნორმა შეცვალა

  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციები გაითვალისწინა და გამოასწორა დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც ერთჯერად ფულად დახმარებას მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის ითვალისწინებდა. ამის შესახებ HRDF-ს ხონის საკრებულომ წერილობით აცნობა.   „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 22 მარტს მიიღო ნორმატიული აქტი „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული …

იხილეთ მეტი »

არ მანაღვლებს ხალხის აზრი… მე მაქვს უფლება, მყავდეს შვილი

როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ბევრი ვიბრძოლე, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მეუბნებოდნენ, შვილს მარტო ვერ გაზრდი, ხალხი რას იტყვის, სადმე ჩააბარე ბავშვიო. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი მშობლებისთვის ჩემი შვილი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.   მშობიარობის მერე ძალიან დიდხანს ვიყავი დეპრესიაში. ბავშვს ვეხუტებოდი და ვტიროდი ხოლმე. ძალიან დიდხანს ვერიდებოდი საზოგადოებასთან კონტაქტს. არავისგან არაფერი უარყოფითი …

იხილეთ მეტი »

HRDF აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში

“ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი” აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში.   ვინ არიან მარტოხელა მშობლები:    ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;  განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს; ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს; ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.   რა …

იხილეთ მეტი »

HRDF მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მიმართავს

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართავს. საუბარია საკრებულოების მიერ 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტებში მარტოხელა დედებისთვის დაწესებულ შეღავათებსა და დახმარებაზე.   დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ხონისა და თბილისის საკრებულოები თავიანთი დადგენილებებით მარტოხელა დედებისთვის გარკვეულ დახმარებას აწესებენ. თუმცა, მიუხედავად მათ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებისა, …

იხილეთ მეტი »

HRDF: „საგადასახადო კოდექსში კაცების მიმართ დისკრიმინაციული ნორმა უნდა შეიცვალოს“

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის ჩანაწერი დისკრიმინაციულია და ფინანსთა სამინისტროს საკანონმდებლო ნორმის შეცვლის რეკომენდაციით მიმართავს.   კერძოდ, კოდექსის 82-ე მუხლის (გადასახადისგან გათავისუფლება) მეორე ნაწილის „ა.გ.“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე.   შესაძლოა, მოცემული ჩანაწერი მიზნად …

იხილეთ მეტი »

გოგოებო, გაიგეთ მეტი საკუთარ უფლებებზე!

ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაღაცები მათ არასდროს შეემთხვევათ, მაგრამ ასე არ არის. წლების წინ ალბათ ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდებოდა. ამიტომ ორმაგად უფრო უხერხული და დამთრგუნველი იყო ჩემთვის ის სიტუაცია, რაშიც აღმოვჩნდი. გურჯაანში სასწავლებლად ჩამოსულმა ერთი დაოჯახებული კაცი გავიცანი. ის ურთიერთობის მიზნით ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და …

იხილეთ მეტი »