Home / hrdfge

hrdfge

მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტს“, რომლის მიზანია ბოშათა თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.   რა გაკეთდება პროექტის ფარგლებში: ბოშები მიიღებენ უფასო იურიდიულ დახმარებას. ამასთან, პროექტის გუნდი პროცესებში უშუალო ჩართულობით ხელს შეუწყობს ბოშებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.   პროექტის დასასრულს …

იხილეთ მეტი »

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებს ბაღებში შვილების რეგისტრაციისას უპირატესობა მიენიჭებათ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები ბაგა-ბაღებში შვილების რეგისტრაციისას, უპირატესობით ისარგებლებენ.   აღნიშნული ინიციატივით  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა საკრებულოს 2018 წლის მაისში მიმართა. მარტოხელა მშობლების დიდ ნაწილს სამსახურის პოვნა სწორედ იმის გამო უჭირს, რომ ბავშვს ვერავის უტოვებს. ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაცია …

იხილეთ მეტი »

HRDF-მა მარტოხელა დედის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტს დავა მოუგო

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა კიდევ ერთი საქმე მოიგო თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საქმეს, რომელსაც ბოლნისის რაიონული სასამართლო იხილავდა, ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა დედის და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის თავშესაფრით უზრუნველყოფას.   ამ მოთხოვნით HRDF-მა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას2017 წლის ივნისში მიმართა და ანახანუმ ალახვერდიევას თავშესაფრით დაკმაყოფილება მოითხოვა. ფონდი განმარტავდა, რომ მარტოხელა …

იხილეთ მეტი »

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ეხება. საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არის მარტოხელა დედა ან მამა.   სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ დოკუმენტირებულად დადასტურებული ფაქტების არსებობაზე (დაბადების სააქტო ჩანაწერში/დაბადების მოწმობაში მეორე მშობლის …

იხილეთ მეტი »

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი – „პურთა პური“.   საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის. მან ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის პროექტის („მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“) ფარგლებში ჩატარებულ რამდენიმე ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავდა, მარტოხელა მშობლების …

იხილეთ მეტი »

„მარტოხელა დედა სამსახურში არ უნდა ამეყვანა“- მარტოხელა მშობლობის სტიგმა

      როცა დედა გავხდი, მეგონა, ჩემს შვილთან ერთად ხელახლა დავიბადე. მასთან ერთად ვსწავლობდი ყველაფერს, იმასაც, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი დედა.   მოუცლელობისგან ვახშმის გარეშე დარჩენა და უძილო ღამეები არაფერი იყო ჩემი შვილის სიყვარულთან და სითბოსთან შედარებით. მაგრამ რამდენადაც ტკბილია ეს ყველაფერი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა.   მისი დაბადების მომენტიდან დამყვება …

იხილეთ მეტი »

მოგებული სასამართლო დავა – გურჯაანის მერია მარტოხელა დედას ქირის თანხით დაეხმარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, ნათია მასურაშვილს საცხოვრებლის ქირის ფულს, ყოველთვიურად 100 ლარს გადაუხდის.    ნათიამ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდს დახმარების თხოვნით 2017 წლის 15 თებერვალს მომართა.     ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და ის იძულებული გახდა, ქმრის ოჯახი მცირეწლოვან გოგონასთან ერთად დაეტოვებინა. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფარი არ არსებობს. ნათიას კი წასასვლელი არსად ჰქონდა, რადგან მისი ძმა და …

იხილეთ მეტი »

ინფოგრაფიკა►როგორ ეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობა მარტოხელა მშობლებს 2018 წელს

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციით, დამატებით ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა მარტოხელა მშობლებისთვის  სხვადასხვა სახის დახმარება 2018 წლის ბიუჯეტსა თუ სოციალური დაცვის პროგრამებში.   აღსანიშნავია, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც შარშან ეხმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს, ამ დადებით პრაქტიკას წელსაც აგრძელებენ.   დეტალები იხილეთ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკაში.      

იხილეთ მეტი »

HRDF-ის რეკომენდაციით, დისკრიმინაციული ნორმა კასპის მუნიციპალიტეტმაც აღმოფხვრა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციით, კასპის მუნიციპალიტეტმა დისკრიმინაციული ნორმა შეცვალა. კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამით, მუნიცილაპიტეტი ერთჯერადად, 200 ლარით მხოლოდ მარტოხელა დედებს  ეხმარებოდა. ახლა კი აღნიშნული თანხის მიღება მარტოხელა მამებსაც შეეძლებათ.   აღსანიშნავია, რომ ფონდის რეკომენდაციით, 2017-2018 წლებში დისკრიმინაციული ნორმა 8 მუნიციპალიტეტმა შეცვალა. ასევე, HRDF-ის რეკომენდაციით, შიდა ქართლის, კახეთის …

იხილეთ მეტი »

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების პროცესში პრაქტიკული ხარვეზები გამოვლინდა

მარინა ჩიხლაძე ქუთაისში მცხოვრები მარტოხელა დედაა. ის ხუთ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. მან მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა, რადგან სტატუსის მისაღებად კანონით დადგენილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.   განცხადების დაწერის შემდგომ მარინა ჩიხლაძეს სააგენტოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილების ID ბარათების მოქმედების ვადა გასული იყო და პირადობის …

იხილეთ მეტი »