Home / სიახლეები / დასრულდა “მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი”

დასრულდა “მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი”

მ/წ  31 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდმა დაასრულა  ”მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის” პროექტი, რომელიც  განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის მცირე მასშტაბიანი პროექტების გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფოში არსებული სოციალური  სერვისების შესახებ ბოშათა ცნობიერების ამაღლება.  ამასთან, პროექტის განმავლობაში ჩვენი იურისტი და პროექტის კონსულტანტი მუშაობდნენ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციების მოპოვების საქმეებზეც.

მოკლევადიანი პერიოდის მიუხედავად, HRDF- მა წარმატებით დაასრულა პროექტი და მივაღწიეთ პროექტით გათვალისწინებულ ყველა მოსალოდნელ შედეგს. პროექტის განმავლობაში ორგანიზაცია დაეხმარა ბოშებს მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტაციების მოპოვებაში, მათ შორის იყო საქმეები:

  1. დაბადების ფაქტის დადგენაზე (2)
  2. ცხოვრების ფაქტის დადგენაზე (1)
  3. ბინადრობის მოპოვება (3)
  4. მოქალაქეობის საქმეები (1)

ასევე გვქონდა საქმეები სოციალური სტატუსის და მასთან დაკავშირებული ფულადი დახმარების მიღებასთან (3) დაკავშირებით, საიდანაც ერთ-ერთი საქმე ეხებოდა შშმ პირის სტატუსისი დადგენას და სპეციალური ყურსასმენი აპარატის მიღებას. გარდა ამისა, ორგანიზაციის იურისტმა დამატებით იმუშავა ბოშა ქალისთვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვებაზე (1).

პროექტის მეშვეობით 30-ზე მეტმა ბოშამ მიიღო ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების და სოციალური სერვისების შესახებ, თუმცა, მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა,  სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან, მაგალითად:

  • იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, ამისთვის საჭიროა საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, რომლის ღირებულება შეადგენს 120-150 ლარს;
  • იმისთვის, რომ ბოშებმა დაარეგისტრირონ შვილები სპორტის, მუსიკის, ხელოვნების ან სხვა წრეზე, რომელიც გათვალისრინებულია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რეგისტრაციისთვის საჭიროა სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 100), რომელსაც გასცემს ექიმის კონსულტაციის საფუძველზე. აღნიშნულის ღირებულება მერყეობს 30-60 ლარამდე.
  • იმისთვის, რომ ბოშას მიეღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ყურის აპარატი, ამისთვის საჭირო იყო გამოკვლევები და შესაბამისი ცნობების/დასკვნების წარდგენა კომისიისთვის. გამოკვლევების საფასური საშუალოდ 100-120 ლარია.

ამდენად, ბოშებს ეზღუდებათ წვდომა და ვერ სარგებლობენ სახელმწიფოში არსებული სოციალური სერვისებითა და ბენეფიტებით, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს ეფექტური გზა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, რომებისთვის სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. HRDF იმედოვნებს, რომ მთავრობა გაითვალისწინებს არსებულ მიგნებებს და გადახედავს მომსახურების მიწოდების მეთოდებსა და გზებს.

პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეფარა ჩვენი ბენეფიციარების ყველა საჭირო ხარჯი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია, ახალგაზრდა ბოშა ბიჭის საქმე, რომელმაც მიიღო შშმ პირის სტატუსი და ყურის აპარატი; დღეს მას ესმის სამყაროსი.

HRDF მადლობას უხდის ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და  წვლილისთვის, რომელიც ეთნიკურ უმცირესობების უფლებების განვითარების მიმართულებით იჩენს. 

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *