Home / პროექტები / მიმდინარე / მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი

მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტს“, რომლის მიზანია ბოშათა თემის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 

რა გაკეთდება პროექტის ფარგლებში:

ბოშები მიიღებენ უფასო იურიდიულ დახმარებას. ამასთან, პროექტის გუნდი პროცესებში უშუალო ჩართულობით ხელს შეუწყობს ბოშებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

პროექტის დასასრულს მინიმუმ:

3-5  ბოშა მიიღებს მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს,

1-3 ბოშათა ოჯახი მიიღებს სოციალურ დახმარებას,

1-2 ბოშა დაირეგისტრირებს ქონებას,

30-40 ბოშა მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფოში არსებული სოციალური, ჯანდაცვის თუ საგანმანათლებლო სერვისების/დახმარებების შესახებ.

 

 

პროექტის მასშტაბი:

პროექტი ხორციელდება თბილისსა და გაჩიანში.

 

 

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი დაიწყო 2019 წლის 1 მაისს და მთავრდება 2019 წლის 31 ოქტომბერს.

 

მცირემასშტაბიანი ადგილობრივი პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *