Home / სიახლეები / HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებს ბაღებში შვილების რეგისტრაციისას უპირატესობა მიენიჭებათ

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებს ბაღებში შვილების რეგისტრაციისას უპირატესობა მიენიჭებათ

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები ბაგა-ბაღებში შვილების რეგისტრაციისას, უპირატესობით ისარგებლებენ.

 

აღნიშნული ინიციატივით  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა საკრებულოს 2018 წლის მაისში მიმართა. მარტოხელა მშობლების დიდ ნაწილს სამსახურის პოვნა სწორედ იმის გამო უჭირს, რომ ბავშვს ვერავის უტოვებს. ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაცია კი დღემდე სირთულეებს უკავშირდება და ხშირად შეუძლებელიცაა. შესაბამისად, მარტოხელა მშობლებს სამსახურზე უარის თქმა უწევთ. თბილისში მცხოვრები მარტოხელა მშობლებისთვის კი დღემდე არ არსებობს სოციალური ბენეფიტები, ამიტომ თვიდან თვემდე თავი გაჭირვებით გააქვთ.  

 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრები მარტოხელა მშობლების შვილებზე იგივე წესი გავრცელდება, რაც სხვა მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში არსებობს.
კერძოდ, 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული წესით, უპირატესი რეგისტრაციის უფლება მიენიჭა სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალისა და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა  შვილები  სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.

 

როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდოამრემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლებისთვის სოციალური გარანტიების მიცემას და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანადგომას.

 

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *