Home / სიახლეები / HRDF-მა მარტოხელა დედის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტს დავა მოუგო

HRDF-მა მარტოხელა დედის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტს დავა მოუგო

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა კიდევ ერთი საქმე მოიგო თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საქმეს, რომელსაც ბოლნისის რაიონული სასამართლო იხილავდა, ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა დედის და მისი ორი არასრულწლოვანი შვილის თავშესაფრით უზრუნველყოფას.

 

ამ მოთხოვნით HRDF-მა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას2017 წლის ივნისში მიმართა და ანახანუმ ალახვერდიევას თავშესაფრით დაკმაყოფილება მოითხოვა. ფონდი განმარტავდა, რომ მარტოხელა დედას შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა, შვილები უსაფრთხო და ნორმალურ პირობებში გაეზარდა.

 

ანახანუმი მეუღლეს დაშორდა და რადგან წასასვლელი არ ჰქონდა, დროებით თავი მამასთან და დედინაცვალთან შეაფერა, სადაც მუდმივად განიცდის ზეწოლასდედინაცვლის მხრიდან. ანახანუმთან ერთად ცხოვრობს მისი უმცროსი შვილი, უფროსი კიყოფილი მეუღლის ოჯახში, ბებიასთან იზრდება. თავად ბავშვების მამა საქართველოში არ იმყოფება და მათზე არ ზრუნავს.

 

იმის გამო, რომ ორგანიზაციის განცხადებას მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია, HRDF-მა საჩივრით ჯერ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, ხოლო შემდეგ – ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს ანახანუმალახვერდიევასა და მისი მცირეწლოვანი შვილებისთავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ინდივიდუალური აქტის გამოცემა დაევალა.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი იმედს იტოვებს, რომ მიუხედავად გაჭინურებული პროცესისა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ობიექტურად და დეტალურად შეისწავლის საქმის გარემოებებს, გაითვალისწინებს ანახანუმის და მისი არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მათი თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 

ამასთან, HRDF წუხილს გამოთქვამს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების ნაწილს უჭირს საკუთარი (ექსკლუზიური) პასუხისმგებლობის გააზრება თავშესაფრით უზრუნველყოფის ნაწილში, მით უფრო, როდესაც საქმე ეხებაარასრულწლოვნებს და  სასურველი შედეგის მიღწევა, მხოლოდ სასამართლო დავითაა შესაძლებელი.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *