Home / სიახლეები / გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი – „პურთა პური“.

 

საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის. მან ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის პროექტის („მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“) ფარგლებში ჩატარებულ რამდენიმე ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავდა, მარტოხელა მშობლების უნარების გაძლიერებას.

 

ბოლო ტრენინგი უშუალოდ საწარმოს შექმნას, მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. აღნიშნულ ტრენინგზე თამუნამ საკუთარი იდეა წარმოადგინა. შემდეგ კი, ფონდის დახმარებით, პროექტად აქცია და „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ (KRDF) დახმარებით დაფინანსებაც მიიღო.

 

აღნიშნული საცხობის შექმნის მიზანი უსაფუარო სვიის პურის გამოცხობაა, რომელიც სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი – დიაბეტით დაავადებულთათვის. 

 

საცხობში, ძირითადად, მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. მათ მიერ გამომცხვარი პური, თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. სოციალური საწარმო დასაქმებულ პირებს საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა და გახდნენ უფრო რეალიზებულები.

 

საწარმოს გახსნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი მედია საშუალებები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ გახსნის დღეს გამომცხვარმა პურმა სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და, როგორც მათ აღნიშნეს, ამიერიდან საცხობის მუდმივი კლიენტები იქნებიან.

 

პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) და ევროკავშირი, მათ შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებისა და პროექტის „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების, შესაძლებლობების გაუმჯობესება, მოწყვლადი დედებსა და ბავშვებისთვის“ ფარგლებში.

 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“.

 

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …