Home / 2018 / მაისი

Monthly Archives: მაისი 2018

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი – „პურთა პური“.   საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის. მან ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის პროექტის („მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“) ფარგლებში ჩატარებულ რამდენიმე ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავდა, მარტოხელა მშობლების …

იხილეთ მეტი »

„მარტოხელა დედა სამსახურში არ უნდა ამეყვანა“- მარტოხელა მშობლობის სტიგმა

      როცა დედა გავხდი, მეგონა, ჩემს შვილთან ერთად ხელახლა დავიბადე. მასთან ერთად ვსწავლობდი ყველაფერს, იმასაც, როგორ გავმხდარიყავი უკეთესი დედა.   მოუცლელობისგან ვახშმის გარეშე დარჩენა და უძილო ღამეები არაფერი იყო ჩემი შვილის სიყვარულთან და სითბოსთან შედარებით. მაგრამ რამდენადაც ტკბილია ეს ყველაფერი, იმდენად დიდია პასუხისმგებლობა.   მისი დაბადების მომენტიდან დამყვება …

იხილეთ მეტი »

მოგებული სასამართლო დავა – გურჯაანის მერია მარტოხელა დედას ქირის თანხით დაეხმარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, ნათია მასურაშვილს საცხოვრებლის ქირის ფულს, ყოველთვიურად 100 ლარს გადაუხდის.    ნათიამ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდს დახმარების თხოვნით 2017 წლის 15 თებერვალს მომართა.     ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და ის იძულებული გახდა, ქმრის ოჯახი მცირეწლოვან გოგონასთან ერთად დაეტოვებინა. თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფარი არ არსებობს. ნათიას კი წასასვლელი არსად ჰქონდა, რადგან მისი ძმა და …

იხილეთ მეტი »