Home / სიახლეები / HRDF-ის რეკომენდაციით, დისკრიმინაციული ნორმა კასპის მუნიციპალიტეტმაც აღმოფხვრა

HRDF-ის რეკომენდაციით, დისკრიმინაციული ნორმა კასპის მუნიციპალიტეტმაც აღმოფხვრა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციით, კასპის მუნიციპალიტეტმა დისკრიმინაციული ნორმა შეცვალა. კერძოდ, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამით, მუნიცილაპიტეტი ერთჯერადად, 200 ლარით მხოლოდ მარტოხელა დედებს  ეხმარებოდა. ახლა კი აღნიშნული თანხის მიღება მარტოხელა მამებსაც შეეძლებათ.

 

აღსანიშნავია, რომ ფონდის რეკომენდაციით, 2017-2018 წლებში დისკრიმინაციული ნორმა 8 მუნიციპალიტეტმა შეცვალა. ასევე, HRDF-ის რეკომენდაციით, შიდა ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონში არსეუბული 25 მუნიციპალიტეტიდან  2018 წელს მარტოხელა მშობლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უკვე 19 მათგანი სთავაზობს.

 

საზოგადოების ამ ჯგუფისთვის კვლავ არაფერი აქვს გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას. თუმცა ამ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია სტატუსის მატარებელი.

 

პროექტს  „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი უკვე 1 წელზე მეტია  ახორციელებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდამჭერით.

 

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *