Home / სიახლეები / HRDF-ის დახმარებით მარტოხელა დედას ბანკის მიერ დაკავებული სოციალური შემწეობა აღუდგა

HRDF-ის დახმარებით მარტოხელა დედას ბანკის მიერ დაკავებული სოციალური შემწეობა აღუდგა

 

მაია მაზიაშვილი მარტოხელა დედაა. ის და მისი არასრულწლოვანი შვილი  დედოფლისწყაროში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ.  მათ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში ვერ იღებდნენ მათთვის დანიშნულ სოციალურ შემწეობას.

 

მაია მაზიაშვილს „ლიბერთი ბანკის“ მიმართ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება ჰქონდა, ამის გამო ბანკი მას სოციალური დახმარების თანხას უბლოკავდა და მაიას მისი გამოყენება არ შეეძლო.

 

მოქმედი კანონმდებლობით, საარსებო შემწეობის დაკავება დაუშვებელია. მაია მაზიაშვილისთვის კი სოციალური დახმარება სწორედ არსებობისთვის აუცილებელი და ერთადერთი წყაროა.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო მაია მაზიაშვილის საქმეზე მუშაობა. „ლიბერთი ბანკს“ მაია მაზმიშვილის შემწეობაზე ბლოკის მოხსნა და ერთი  წლის განმავლობაში დაკავებული თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვა.

 

ფონდის მიმართვის საფუძველზე, 2018 წლის იანვარში მაია მაზიაშვილს აღუდგა სოციალური შემწეობა. ამასთან, მას დაუბრუნდა ერთი წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ დაკავებული სოციალური შემწეობაც – 1 050 ლარი.

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *