Home / სიახლეები / მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების პროცესში პრაქტიკული ხარვეზები გამოვლინდა

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების პროცესში პრაქტიკული ხარვეზები გამოვლინდა

მარინა ჩიხლაძე ქუთაისში მცხოვრები მარტოხელა დედაა. ის ხუთ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის. მან მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა, რადგან სტატუსის მისაღებად კანონით დადგენილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

 

განცხადების დაწერის შემდგომ მარინა ჩიხლაძეს სააგენტოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილების ID ბარათების მოქმედების ვადა გასული იყო და პირადობის მოწმობების განახლებამდე სტატუსს ვერ მიიღებდა.

 

მარინა ჩიხლაძემ დახმარებისთვის მიმართა ადამიანის უფლებების განვითარების ფონდს. HRDF-მა ხელახლა წარადგინა სერვისების განვითარების სააგენტოში განცხადება მარინა ჩიხლაძისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

 

მინისტრების ბრძანების თანახმად, განმცხადებლმა სტატუსის მისაღებად სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში სტატუსის მიღების შესახებ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არასრულწლოვნების დაბადების მოწმობები.

 

კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში მარინა ჩიხლაძემ მარტოხელა დედის სტატუსი ხუთივე შვილთან მიმართებაში მიიღო.

 

როცა მარტოხელა მშობლებმა არაფერი იციან სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ, სწორედ სტატუსის გამცემი ორგანო, სერვისების განვითარების სააგენტოა პასუხისმგებელი მათთვის სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებასა და სტატუსის მინიჭებაზეც.

 

პრაქტიკამ ცხადყო, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები არასაკმარისად არიან ინფორმირებულები სტატუსის მიღების პროცედურების შესახებ და საჭიროა მათი უკეთ ინფორმირება.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *