Home / სიახლეები / HRDF-ის რეკომენდაციების შედეგად, 2018 წელს მარტოხელა დედებს კიდევ 6 მუნიციპალიტეტი დაეხმარება

HRDF-ის რეკომენდაციების შედეგად, 2018 წელს მარტოხელა დედებს კიდევ 6 მუნიციპალიტეტი დაეხმარება

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციით, დამატებით ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა მარტოხელა მშობლებისთვის  სხვადასხვა სახის დახმარება 2018 წლის ბიუჯეტსა თუ სოციალური დაცვის პროგრამებში.

 

კერძოდ, ფონდის რეკომენდაციით, მარტოხელა მშობლებს 2018 წლიდან ეხმარება შემდეგი მუნიციპალიტეტები:

 

  • ქუთაისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის საფასურის დაფინანსებით 30 ლარი ოდენობით;
  • წყალტუბო ერთჯერადი 300-ლარინი ფულადი დახმარებით;
  • ბაღდათი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით;
  • კასპი ერთჯერადად 200-ლარიანი ფულადი დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. ამიტომ ფონდი გამგეობას დისკრიმინაციის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს;
  • ტყიბული კი მარტოხელა მშობლებს თავშესაფრით უზრუნველყოფისას დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს;
  • ხარაგაული მარტოხელა მშობლებს 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს ერთჯერადად.

2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 თვითმმართველი ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან  მხოლოდ 25 მათგანი ეხმარებოდა.

 

პროექტის ტერიოტირული დაფარვის მიხედვით (შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი),  25 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 13 მათგანი ითვალისწინებდა დახმარებას. 2017 წლის განმავლობაში ფონდი აქტიურად ახორციელებდა ადვოკატირებას 12 მუნიციპალიტეტთან, რომელთაც არ ჰქონიათ გათვალისწინებული რაიმე სახის შეღავათი თუ დახმარება 2017 წლის ბიუჯეტით.

 

ფონდის ორგანიზებით, 2017 წლის ივლისში  25 მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის წარმომადგენელთა გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს, რა შეიძლება გააკეთოს ადგილობრივმა თვითთმმართველობამ მარტოხელა მშობლების გასაძლიერებლად. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო სტატუსის მქონე მშობლებს არაფერს სთავაზობს სოციალური გარანტიის სახით.

 

აღსანიშნავია, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც შარშან ეხმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს, ამ დადებით პრაქტიკას წელსაც აგრძელებენ. კერძოდ:

 

  • გორი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200-500 ლარამდე
  • ჭიათურა  – კვებითი უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარით
  • ზესტაფონი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი
  • სამტრედია – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100-150 ლარი
  • საჩხერე – ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი, უმაღლესი სასწავლების სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით
  • დედოფლისწყარო  – ელექტრო ენერგიის ან ბუნებრივი აირის დაფინანსება ყოველთვე 13-17 ლარის ოდენობით, ახლად დაბადებული ბავშვის მარტოხელა მშობლის დახმარება 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად
  • ლაგოდეხი – ელექტროენერგიის დაფინანსება ყოველთვე 10 ლარის ოდენობით
  • საგარეჯო – ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურები (დენი 5 ლარი, ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარი)
  • სიღნაღი  – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით
  • ყვარელი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით
  • გურჯაანი  – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით.
  • თელავი – სადღესასწაულო დღეებში ფულადი ან სხვა საჩუქრები, ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ფინანსური და მედიკამენტების დახმარება
  • ხონი – ერთჯერადი ფულადი დახმარება – თითო ბავშვზე 200 ლარი.

 

2018 წლის ბიუჯეტით დახმარება მარტოხელა მშობლებისთის კვლავაც არ აქვს გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, თუმცა მათ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული.

 

ფონდი  აქტიურად აგრძელებს ადვოკატირების და ლობირების კამპანიას ამ და სხვა მიმართულებებით, რომლებიც  მარტოხელა მშობლების დახმარებასა და მათ გაძლიერებას უკავშირდება.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ფონდმა მუნიციპალიტეტებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციითაც მიმართა, რადგან რვა მათგანი (კახეთის, შიდა ქართლის და იმერეთის მასშტაბით) მხოლოდ მარტოხელა მშობლებს ეხმარებოდა. შვიდმა მათგანმა დისკრიმინაციული ჩანაწერი გამოასწორა.

 

პროექტს  „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი უკვე 1 წელია ახორციელებს. მისი მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *