Home / სიახლეები / შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

1 დეკემბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, SOS ქუთაისის ბავშვთა სოფლის დახმარებით, ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებს შეხვდა.

 

ფონდის წარმომადგენლებმა თითოეული მათგანის პრობლემა მოისმინეს. მათ, ძირითადად, ისეთი საკითხები აქვთ მოუგვარებელი, როგორიცაა ალიმენტი, სოციალური დახმარების დანიშვნა, ქონებრივი დავა განქორწინებულ მეუღლესთან და ა.შ. სამწუხაროდ, მათ დიდი ნაწილს საარსებო ხარჯებისა და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება მიზერული თანხით უწევს.

 

„უნიჭიერესი შვილი მყავს, სერიალებიდან თურქულიც კი ისწავლა. ახლა ინგლისურითაა ძალიან დაინტერესებული. მაგრამ ძალიან ცუდი დედა ვარ, იმდენი საშუალება არ მაქვს, რომ ინგლისურში მოვამზადო. ამას ძალიან განვიცდი“,- გვიყვება ცრემლიანი მარტოხელა დედა, რომელსაც მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს.

 

ფონდი მზად არის, მშობლებს ყველანაირი სამართლებრივი პრობლემის მოგავრებაში დაეხმაროს.

 

მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ფონდის წარმომადგენლები ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მარტოხელა მშობლებისთვის დაგეგმილ დახმარებებზე ისაუბრეს. ფონდმა მათ მარტოხელა მშობლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საკუთარი რეკომენდაციები გააცნო. სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ნატალია თევდორაძის ინფორმაციით, ისინი ამჟამად პროგრამის პროექტზე მუშაობენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დახმარებას მოიცავს ის.

 

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *