Home / 2017 / დეკემბერი

Monthly Archives: დეკემბერი 2017

მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიცვალა

საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო ახალი კანონი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს ცვლის. აქამდე მოქმედი საკანონმდებლო ნორმით,  ქალს/კაცს მარტოხელა მშობლის სტატუსი რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლისთანავე უწყდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იღებდა თუ არა მისი მეუღლე ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.    2015 წლის 25 მაისს სახალხო დამცველმა, აღნიშნული ნორმის შეცვლის მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. მისი განმარტებით, მარტოხელა მშობელს სტატუსი არა ქორწინებაში შესვლის, არამედ  ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყვეტოდა.     პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მე-4  ნაწილში და მარტოხელა …

იხილეთ მეტი »

როგორ შევქმნათ სოციალური საწარმო – ტრენინგი მარტოხელა მშობლებისთვის

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი აგრძელებს მარტოხელა მშობლების გაძლიერებაზე ზრუნვას. ამ მიზნით ფონდმა მ.წ. 11-12 დეკემბერს ჩაატარა ტრენინგი სპეციალურად მათთვის.    ორდღიან სემინარზე მარტოხელა მშობლებმა სოციალური საწარმოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს – რა არის სოციალური საწარმო, რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ბიზნეს საწარმოსგან, როგორ უნდა შევქმნათ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მან წარმატებულად იმუშაოს.    ფონდის ბენეფიციარებმა რამდენიმე პრაქტიკული დავალება და პრეზენტაცია  გააკეთეს. სემინარის მეორე ნაწილი …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

1 დეკემბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, SOS ქუთაისის ბავშვთა სოფლის დახმარებით, ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებს შეხვდა.   ფონდის წარმომადგენლებმა თითოეული მათგანის პრობლემა მოისმინეს. მათ, ძირითადად, ისეთი საკითხები აქვთ მოუგვარებელი, როგორიცაა ალიმენტი, სოციალური დახმარების დანიშვნა, ქონებრივი დავა განქორწინებულ მეუღლესთან და ა.შ. სამწუხაროდ, მათ დიდი ნაწილს საარსებო ხარჯებისა და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება …

იხილეთ მეტი »