Home / სიახლეები / შეხვედრა დედოფლისწყაროში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

შეხვედრა დედოფლისწყაროში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

17 ნოემბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს ესტუმრნენ და მარტოხელა მშობლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ივნისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 57 სტატუსიანი მარტოხელა დედა ცხოვრობს.  

მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა მარტოხელა მშობლებს კომუნალური გადასახადის დაფარვაში ეხმარება, მათ მაინც მრავალი პრობლემა რჩებათ მოსაგვარებელი. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ფაქტი, რომ მათ საკუთარი უფლებების შესახებს სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში.  

ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსხურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.  მათი განმარტებით, მარტოხელა მშობლების დახმარება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას კვლავ ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება.  ფონდი მიესალმება გამგეობის მზაობას, დაეხმაროს მარტოხელა მშობლებს, რადგან მცირეწლოვანი ბავშვებით გარეთ დარჩენილ მშობლებს ხშირად არც წასასვლელი აქვთ და არც ბავშვის დამტოვებელი ჰყავთ, რომ თავად იმუშაონ.  

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *