Home / სიახლეები / შეხვედრა ქვახვრელში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

შეხვედრა ქვახვრელში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

10 ნოემბერს  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მარტოხელა მშობლებთან შეხვედრა გამართა.  

 

ფონდის წარმომადგენლებმა მათ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.  

 

როგორც მარტოხელა მშობლებთან საუბრისას გაირკვა, მათი მთავარი პრობლემა სოციალური გაჭირვებაა.  მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ იცის ბავშვის მამის ვინაობა, მათი მხრიდან ვერანაირ ფინანსურ დახმარებას ვერ იღებს. შესაბამისად, მარტოებს უწევთ ყველა პრობლემასთან გამკლავება.  

 

მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ პერიოდულად ეხმარება, გასათბობად საჭირო შეშის ყიდვაც კი უჭირთ. გარდა ამისა, აქვთ ნორმალური საცხოვრებლის პრობლემა. 

 

მარტოხელა მშობლებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მიუხედავად მათი მარტოხელობის მიზეზისა, ისინი ერთნაირ სოციალურ პირბებში არიან. მარტოხელა მშობლებს აუცილებლად სჭირდებათ გვერდში დგომა, რათა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ და შვილების ღირსეულ გარემოში აღზრდა შეძლონ.  

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *