Home / კვლევები/ანგარიშები / HRDF ანგარიშები/კვლევები / ბოშების სამართლებრივი მდგომარეობა

ბოშების სამართლებრივი მდგომარეობა

დოკუმენტაციის საკითხი ბოშების დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. თუმცა, უმეტესად მსგავსი პრობლემა ზრდასრულ ბოშებს აქვთ. დიდი ხნის მანძილზე ბოშა ქალების უმრავლესობა სახლში მშობიარობდა. დღეს მსგავსი ფაქტები იშვიათია. საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, ქალებმა უკვე იციან, რომ რეგისტრაცია აუცილებელია მათი არსებობის იურიდიულად დადასტურებისთვის და სამომავლო დოკუმენტების მისაღებად, ამიტომ ისინი უკვე სამშობიაროებში მშობიარობენ.

 

ბოშათა უმეტესობას სურს, რომ ჰქონდეს პირადობის მოწმობა. მათ იციან, რომ მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციის ქონით შეძლებენ სოციალური დახმარების, პენსიის და ჯანდაცვის უფასო სერვისების მიღებას. თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ პირადობის მოწმობის დამოუკიდებლად აღებას – ენობრივი ბარიერის გამო ზოგიერთ მათგანს არასოდეს უცდია იუსტიციის სახლისთვის მიმართვაც. ბოშათა უმრავლესობა საუბრობს რუსულად, მაგრამ არ იცის ქართული წერა-კითხვა და ვერ ახერხებს საჭირო დოკუმენტების და განაცხადების შევსებას.

 

დამატებით პრობლემას ქმნის საჯარო მოხელეების არაინფორმირებულობაც. მათ არ აქვთ სათანადო ან ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დანერგილი შეღავათებისა და პროცედურების შესახებ. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია მუშაობდა ბოშებისთვის მოქალაქეობის დადგენის საკითხებზე, რაც თავის მხრივ მოიცავს დაბადების ფაქტისა და ცხოვრების ფაქტის დადგენას. ასევე აღნიშნულის საფუძველზე, ბოშებისთვის პირადობის მოწმობისა და სოციალური დახმარების მიღებაზე. მუშაობის პროცესში გამოიკვეთა 6 კანონმდებლობისა თუ პრაქტიკის ცალკეული ნაკლოვანებები.

 

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *