Home / სიახლეები / ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ბოშათა სამართლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ბოშათა სამართლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 31 ოქტომბერს მოქალაქეობის არმქონე ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

 

ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკაში განხორციელბული საქმეების ანალიზს ეფუძნება. როგორც ირკვევა, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, ბოშებისთვის ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურის დამოუკიდებლად გავლა საკმაოდ რთულია. მათ შორის მაშინაც, როცა მათ დაბადების მოწმობის ან ID ბარათების აღება სურთ. ამიტომ ხშირად მათ ელემენტარული სამართლებრივი დოკუმენტებიც კი არ აქვთ მოწესრიგებული.

 

ეს პრობლემა უმეტესად ზრდასრულ ბოშებს აქვთ. დიდი ხნის მანძილზე ბოშა ქალების უმრავლესობა სახლში მშობიარობდა. დღეს მსგავსი ფაქტები იშვიათია. საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, ქალებმა უკვე იციან, რომ რეგისტრაცია აუცილებელია მათი არსებობის იურიდიულად დადასტურებისთვის და სამომავლო დოკუმენტების მისაღებად, ამიტომ ისინი უკვე სამშობიაროებში მშობიარობენ.

 

ბოშათა უმეტესობას სურს, რომ ჰქონდეს პირადობის მოწმობა. მათ იციან, რომ მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციის ქონით შეძლებენ სოციალური დახმარების, პენსიის და ჯანდაცვის უფასო სერვისების მიღებას. თუმცა, ისინი ვერ ახერხებენ პირადობის მოწმობის დამოუკიდებლად აღებას – ენობრივი ბარიერის გამო ზოგიერთ მათგანს არასოდეს უცდია იუსტიციის სახლისთვის მიმართვაც. ბოშათა უმრავლესობა საუბრობს რუსულად, მაგრამ არ იცის ქართული წერა-კითხვა და ვერ ახერხებს საჭირო დოკუმენტების და განაცხადების შევსებას.

 

დამატებით პრობლემას ქმნის საჯარო მოხელეების არაინფორმირებულობაც. მათ არ აქვთ სათანადო ან ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დანერგილი შეღავათებისა და პროცედურების შესახებ.

 

შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბელა ოსიპოვა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წრმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქსტატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეხვედრის მონაწილეებმა ერთ პოზიციაზე შეჯერება შეძლეს – რომ აუცილებელია ბოშებისთვის დოკუმენტების მოწესრიგება, მეტი ინფომაციის მიწოდება და უფრო მეტი სერვისის შეთავაზება, რათა მათ საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ინტეგრირება შეძლონ. ამ მიზნების მისაღწევად კი აუცილებელია სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი პარტნიორ ორგანიზაციასთან „NESEHNUTÍ” ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებსმოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტს“. მისი მიზანია, ბოშათა თემის წარმომადგენლებს საქართველოში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს და  მათ  ისარგებლონ ყველა იმ უფლებამოვალეობებით, რაც  საქართველოს მოქალაქეებისთვის კანონითაა განსაზრღვრული.

 

 

 

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *