Home / 2017 / ნოემბერი

Monthly Archives: ნოემბერი 2017

შეხვედრა დედოფლისწყაროში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

17 ნოემბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს ესტუმრნენ და მარტოხელა მშობლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ივნისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 57 სტატუსიანი მარტოხელა დედა ცხოვრობს.   მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა მარტოხელა მშობლებს კომუნალური გადასახადის დაფარვაში ეხმარება, მათ მაინც მრავალი პრობლემა რჩებათ მოსაგვარებელი. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ფაქტი, რომ მათ საკუთარი უფლებების შესახებს სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში.   ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა ქვახვრელში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

10 ნოემბერს  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მარტოხელა მშობლებთან შეხვედრა გამართა.     ფონდის წარმომადგენლებმა მათ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.     როგორც მარტოხელა მშობლებთან საუბრისას გაირკვა, მათი მთავარი პრობლემა სოციალური გაჭირვებაა.  მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ იცის ბავშვის მამის ვინაობა, მათი მხრიდან ვერანაირ ფინანსურ დახმარებას ვერ იღებს. შესაბამისად, მარტოებს უწევთ ყველა პრობლემასთან გამკლავება.   …

იხილეთ მეტი »

ბოშების სამართლებრივი მდგომარეობა

დოკუმენტაციის საკითხი ბოშების დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. თუმცა, უმეტესად მსგავსი პრობლემა ზრდასრულ ბოშებს აქვთ. დიდი ხნის მანძილზე ბოშა ქალების უმრავლესობა სახლში მშობიარობდა. დღეს მსგავსი ფაქტები იშვიათია. საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, ქალებმა უკვე იციან, რომ რეგისტრაცია აუცილებელია მათი არსებობის იურიდიულად დადასტურებისთვის და სამომავლო დოკუმენტების მისაღებად, ამიტომ ისინი უკვე სამშობიაროებში მშობიარობენ.   ბოშათა …

იხილეთ მეტი »

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ბოშათა სამართლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 31 ოქტომბერს მოქალაქეობის არმქონე ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.   ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკაში განხორციელბული საქმეების ანალიზს ეფუძნება. როგორც ირკვევა, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, ბოშებისთვის ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურის დამოუკიდებლად გავლა საკმაოდ რთულია. მათ შორის მაშინაც, როცა მათ დაბადების მოწმობის ან ID …

იხილეთ მეტი »