Home / კვლევები/ანგარიშები / HRDF ანგარიშები/კვლევები / მარტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

მარტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

წინამდებარე კვლევაში განხილულია პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შესწავლის შედეგად გამოკვეთილი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოში მარტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის გაანალიზებაში დაგვეხმარება. ამასთან, კვლევაში იხილავთ ზემოხსენებული საკითხებისა და უცხო ქვეყნების პრაქტიკის შედარებას, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები საქართველოში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად.

 

დაუქორწინებელი მშობლების შვილთა საკითხებს აწესრიგებს ევროპული კონვენცია – „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ,“. თუმცა, საქართველოში ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არავის გამოუჩენია და არსებული პრობლემებიც სრულყოფილად არ არის შესწავლილი; ამ ბავშვების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობა აქტუალური საკითხია, რადგან ამ პრობლემით გამოწვეული სირთულეები, შესაძლოა, ქვეყნის მომავალზე ნეგატიურად აისახოს.

 

კვლევის მიგნებებმა აჩვენა, რომ ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სტატუსის მიმღებ პირთა წრის განსაზღვრა, რაც ცალსახად სტატუსის მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს უკავშირდება. ამდენად, შეუძლებელია ვიცოდეთ, მარტოხელა მშობლების რეალური რაოდენობა. მონაცემების შეგროვება, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პირდაპირ ფუნქციაში შედის, ჯერ კიდევ ხარვეზებით მიმდინარეობს. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოწოდებული ციფრები არ არის ზუსტი და არ ქმნის რეალურ სურათს. მარტოხელა მშობლების კიდევ ერთი პრობლება კი სპეციალური სამართლებრივი და სოციალური გარანტიების არარსებობაა, რომელიც მათ ხელს შეუწყობდა შვილ(ებ)ის უკეთ აღზრდასა და საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში. მართალია, ზოგი მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს დახმარებას/შეღავათს მარტოხელა მშობლებისთვის, თუმცა, საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, საქართველოში არ არის ერთიანი პრაქტიკა და დახმარებებით ვერ სარგებლობს ყველა მარტოხელა მშობელი.

 

არტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *