Home / სიახლეები / კონკურსის გამარჯვებული ფოტოები

კონკურსის გამარჯვებული ფოტოები

2017 წლის 16 ოქტომბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ფონდმა მარტოხელა მშობლების თემაზე ფოტოკონკურსი მარტის დასაწყისში გამოაცხადა. 

 

პირველი ადგილი ცია ლაბაძის ფოტოპროექტმა დაიკავა – მარტოხელა მამა მინდია ბოკუჩავა მეუღლემ მიატოვა და სამ შვილს მარტო ზრდის. 10 წლის მარი და 9 წლის საბა მამასთან ცხოვრობენ, უმცროსი შვილი კი, სახსრების უქონლობის გამო, დროებით თავის დასთან გაგზავნა საცხოვრებლად. ისინი ანაკლიის სოფელ ჭითაწყალში ცხოვრობენ. მინდია სამშენებლო მასალებზე ოცნებებს, რომ მისი შვილებისთვის სახლი ააშენოს.

 

მეორეადგილოსანი შიო ხიდაშელის ფოტოპროექტი გახდა – სოფელ ნასაკირალში მცხოვრები ეკომიგრანტები. მარტოხელა დედებიდან ზოგი ქვრივია, ზოგი მიატოვეს. ისინი მარტო ზრდიან შვილებს და სხვა საქმეებსაც დამოუკიდებლად უმკლავდებიან. სურთ, რომ სოფელში ბაღი დაარსდეს, რათა დრო მუშაობისთვის მეტი დრო ჰქონდეთ.

 

მესამე ადგილი კი ეკა ხალიანის ფოტომ დაიკავა – მარტოხელა მამა იმედა სილაგაძე მარტო ზრდის ტყუპებს – ჯაბას და ფატიმას. მათ დედა 1 წლის წინ გარდაეცვალათ. ისინი ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელში ცხოვრობენ.

 

ამჟამად ფოტოკონკურსის ნამუშევრები ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ჭავჭავაძის 34 ნომერში, პიქსელის შენობაშია გამოფენილი. აქ თქვენ გამარჯვებულ ფოტოებთან ერთად კონკურსზე შემოსულ სხვა ნამუშევრებსაც იხილავთ. დაინტერესებულ პირებს ფოტოების დათვალიერება ნოემბრის შუა როცხვებდე შეეძლებათ.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი 1 წელია ახორციელებს მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტს, რომლის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *