Home / სიახლეები / HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა

HRDF-ის რეკომენდაციით, მარტოხლა მშობლების დახმარებასთან დაკავშირებული დისკრიმინაცია შვიდმა მუნიციპალიტეტმა აღმოფხვრა. ასეთი ნორმა სულ რვა მუნიციპალიტეტს ჰქონდა (შიდა ქართლის, კახეთის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში). ისინი სხვადასხვა ტიპის დახმარებას მხოლოდ მარტოხელა დედებს სთავაზობდნენ.

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოყოფილი დახმარებებით დაინტერესდა. გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ პროექტში შემავალი 25 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლების მხარდასაჭერი პროგრამები მხოლოდ 14 მათგანს ჰქონდა. თუმცა 8 მათგანი მხოლოდ დედებს ეხმარებოდა.

 

ამ თემაზე ფონდმა 2017 წლის 14 ივლისს მუნიციპალიტეტების გამგეობების სოციალური სამახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მათ ისაუბრეს იმ გარემოებებზე, თუ რატომ უნდა ეხმარებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობა მარტოხელა დედას და მამას თანაბრად. ასევე, იმსჯელეს მარტოხელა მშობელთა დახმარების ერთიანი პროგრამის შექმნაზეც. როგორც გაირკვა, რამდენიმე შემთხვევაში დისკრიმინაციის მიზეზი კანონისა და მამების შესახებ ინფორმაციის სიმწირე იყო. გარდა ამ შეხვედრისა, HRDF-მა მუნიციპალიტეტებს წერილობითი რეკომენდაციითაც მიმართა.

 

შედეგად, ყველა მუნიციპალიტეტმა, გარდა თბილისისა, დისკრიმინაცია გამოასწორა და ამიერიდან მარტოხელა მშობლისთვის განსაზღვრული დახმარებით მამებიც ისარგებლებენ. ფონდმა ქ. თბილისის საკრებულოს წერილობით მიმართა დისკრიმინაციის გამოსწორების მოთხოვნით და იმედს იტოვებს, რომ მდგომარეობა აქაც გამოსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია მარტოხელა დედებს მხოლოდ უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს, მნიშვნელოვანია, რომ ამით სარგებლობა მარტოხელა მამებსაც შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ხარვეზის გამო, საქართელოში არც ერთი მარტოხელა მამა არ ფიქსირდება, კარგი იქნება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა მაინც გამოხატავს მათდამი მხარდაჭერას.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *