Home / ღონისძიებები / შეხვედრა თვითმმართველობებთან – როგორ ეხმარებიან მუნიციპალიტეტები მარტოხელა მშობლებს

შეხვედრა თვითმმართველობებთან – როგორ ეხმარებიან მუნიციპალიტეტები მარტოხელა მშობლებს

14 ივლისს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მას გამგეობების სოციალური სამსახურის თანამშრომლები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ფონდის ბენეფიციარი მარტოხელა მშობლები ესწრებოდნენ. 

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ამ შეხვედრის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ 25 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლებს მხოლოდ 12 ეხმარებოდა. მათგან ზოგიერთს კი შეღავათები და დახმარებები მხოლოდ დედებისთვის ჰქონდა გათვალისწინებული. 

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ ერთმანეთისთვის კარგი პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამოცდილების გაზიარება დადებით შედეგს გამოიღებდა. შეხვედრამ თვითმმართვლობის წარმომადგენელთა აქტიურობის ფონზე ჩაიარა. მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ დახმარებაზე ისაუბრეს და მზაობა გამოთქვეს, მარტოხელა მშობლებისთვის სპეციალური პროგრამები შექმნან. ხოლო ვისაც უკვე აქვს მსგავსი პროგრამები, აპირებენ, რომ ისინი მარტოხელა მშობლების საჭიროებებს მოარგონ. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი იმედოვნებს, რომ  ეს შეხვედრა შედეგს გამოიღებს და მომავალში სულ უფრო მეტი მუნიციპალიტეტი დაეხმარება მარტოხელა მშობლებს.  

 

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტს, რომელიც 4 რეგიონს (თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი) და საერთო ჯამში, 25 მუნიციპალიტეტს  მოიცავს. 

ასევე იხილეთ

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტოხელა მშობლებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო

  „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“  მარტოხელა მშობლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო. პირველი შეხვედრა 7 მაისს, „ფრონტლაინ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *