Home / პროექტები / დასრულებული / მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი

მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტი

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი პარტნიორ ორგანიზაციასთან „NESEHNUTÍ” ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტს“, რომლის მიზანია ბოშათა თემის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ლეგალურად იცხოვონ საქართველოში და ისარგებლონ ყველა იმ უფლება-მოვალეობებით, რაც განსაზრღვრულია კანონით საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

რა გაკეთდება პროექტის ფარგლებში:

  • ბოშები მიიღებენ უფასო იურიდიულ დახმარებას. ამასთან, ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებულია მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მიღების პროცედურებთან, ორგანიზაცია დაფარავს.

პროექტის დასასრულს მინიმუმ:

  • 10-12 ბოშა მიიღებს ID ბარათს,
  • 3-7 ბოშა მიიღებს დაბადების მოწმობას,
  • 2-5 ბოშათა ოჯახი მიიღებს სოციალურ დახმარებას.
  • პროექტის ფარგელბში ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ბოშათა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებისა და თავად ბოშათა თემის წარმომადგენლებისგან. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდება ანგარიში ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და რეკომენდაციებთან ერთად წარედგინება, როგორც უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისევე სახელმწიფო უწყებებს.

 

პროექტის მასშტაბი:

პროექტი ხორციელდება თბილისსა და გაჩიანში.

 

პროექტის ხანგრძლივობა:

პროექტი დაიწყო 2017 წლის 1 აპრილს და მთავრდება 2017 წლის 31 ოქტომბერს.

მცირემასშტაბიანი ადგილობრივი პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *