Home / სიახლეები / გამოცდილების გაზიარება ჩეხეთსა და საქართველოში მცხოვრებ ბოშათა შორის

გამოცდილების გაზიარება ჩეხეთსა და საქართველოში მცხოვრებ ბოშათა შორის

2017 წლის 11 მაისს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა „მოქალაქეობის არმქონე ბოშების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ პირველი  შეხვედრა გამართა ბოშათა საკითხებზე.

 

შეხევდრა განხორციელდა პროექტის პარტნიორ ჩეხ არასამთავრობო ორგანიზაცია NESEHNUTÍ-სთან ერთად, სადაც ჩეხეთში და საქართველოში მცხოვრებმა ბოშებმა თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს სხვადასხვა სოციალურ და ინტეგრაციულ საკითხზე.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოშების ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი, ბოშათა თემის ლიდერები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ბოშებს ადგილობრივ თვითმმართველობაში ინტეგრაციის საკითხევზე, არიან სოციალური მუშაკები და ექსპერტები.

 

ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება. ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს საქართველოში არსებული პრაქტიკა, ისაუბრეს ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობისა და ინტეგრაციის შესახებ. მოისმინეს ასევე ჩეხეთში არსებული პრაქტიკის შესახებ განათლების, სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების საკითხებზე.

 

გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სასწავლო ვიზიტით ჩამოსული ჩეხი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი სტუდენტები, რომლებიც უმცირესობების საკითხების შესწავლის მიზნით დაესწრნენ გამართლ შეხვედრას და დისკუსიის პროცესშიც აქტიურად ჩაერთვნენ.

 

შეხვედრას ჰქონდა ინტერაქტიული ხასიათი, დამსწრე ბოშები დიდი ჩართლობით გამოირჩეოდნენ, მიიღეს მონაწილეობა პრობლემურ საკითხებზე მსჯელობაშიც. დისკუსიის დასრულების შემდგომაც საქართველოში და ჩეხეთში მცხოვრებმა ბოშებმა ერთმანეთს დეტალურად გააცნეს  მათი კულტურის, დღესასწაულების შესახებ ინფორმაცია.

 

მცირემასშტაბიანი ადგილობრივი პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

 

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *