Home / სიახლეები / „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მორიგი ტრენინგები გორსა და SOS ბავშვთა სოფელში

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“ მორიგი ტრენინგები გორსა და SOS ბავშვთა სოფელში

3 მაისს „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ კიდევ ერთი ტრენინგი გამართა, ამჯერად გორში. მას მარტოხელა დედები და მარტოხელა მამა ესწრებოდნენ. მათ საშუალება მიეცათ, საკუთარი უფლებების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოესმინათ და ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი მიეღოთ. შეხვედრის სამართლებრივ ნაწილს ამჯერადაც სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ანა ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა. 

 

ტრენინგის მეორე ნაწილი ფსიქოლოგიურ საკითხებს ეხება და სხვადასხვა როლურ თამაშს მოიცავს. მისი მიზანი მარტოხელა მშობლების ფსიქოლოგიური გაძლიერებაა და მას „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ფსიქიატრი, სოფო ტაბაღუა  გაუძღვა. ის ტრენინგის მონაწილებს საზოგადოებისგან წამოსულ აგრესიასა და უარყოფით დამოკიდებულებაზეც ესაუბრა და მასთან გამკლავების გზები გააცნო. 

 

მსგავსი შინაარსის ტრენინგი 15 მაისს თბილისში, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში ჩატარდა.  შეხვედრას როგორც თავშესაფარში მცხოვრები ქალები, ასევე, სხვა მარტოხელა დედებიც ესწრებოდნენ. 

 

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ აგრძელებს ტრენინგების ჩატარებას. მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების პროექტი ოთხ რეგიონს მოიცავს: კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი და თბილისი. ტრენინგში მონაწილება სწორედ ამ რეგიონებში მცხოვრებ მარტოხელა დედებს შეუძლიათ.    

 

 

 

 

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *