Home / სიახლეები / „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტოხელა მშობლებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ მარტოხელა მშობლებისთვის ტრეინინგების ჩატარება დაიწყო

  „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“  მარტოხელა მშობლებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო. პირველი შეხვედრა 7 მაისს, „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ შედგა. 

 

ტრეინინგის მონაწილე მარტოხელა დედებს საკუთარი უფლებების შესახებ ვრცელი და სასარგებლო ინფორმაცია სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დაცვის დეპარტამენტის წევრმა, ანა ლობჟანიძემ  მიაწოდა. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, თავადაც ესაუბრათ მათ ყოველდღიურ პრობლემებზე, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათზე პასუხები. 

 

ტრენინგები ფსიქოლოგიურ კომპონენტსაც მოიცავს. ეს ნაწილი მიზნად ისახავს მარტოხელა მშობლების ფსიქოლოგიურ გაძლიერებას, შესაბამისად, მას „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ფსიქიატრი, სოფო ტაბაღუა  გაუძღვა. მან ტრენინგის მონაწილეებს საზოგადოების, ოჯახის მხრიდან წამოსულ ძალადობასა და სხავდასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და მისცა რჩევები, თუ როგორ გაუმკლავდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სტრესს. 

 

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ აგრძელებს ტრენიგების ჩატარებას როგორც  მისი ამჟამინდელი ბენეფიციარებისთვის, ასევე სხვა მარტოხელა მშობლებისთვისაც. მორიგი ტრენინგი  13 მაისს  გორში გაიმართება.

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *