Home / სიახლეები / HRDF და საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი თანამშრომლობას იწყებენ

HRDF და საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი თანამშრომლობას იწყებენ

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა“ საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი შეხვედრა შედგა.

 

პირველი შეხვედრა საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის თავშესაფარში გაიმართა. ფონდის წარმომადგენლები იქ მცხოვრებ მარტოხელა დედებს შეხვდნენ. მათ ფონდისა და პროექტის, ასევე, მარტოხელა მშობლების უფლებების შესახებ ისაუბრეს. თავშესაფრის ბენეფიციარები პროექტით დაინტერესდნენ და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედები ფონდის მიერ გამართულ ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას.

 

ტრენინგში, ასევე, საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ისნის ოფისის ბენეფიციარებიც ჩაერთვებიან. ფონდის წარმომადგენლებმა მეორე შეხვედრა სწორედ მათთან გამართეს. მათ მარტოხელა მშობლების უფლებებისა და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

 

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ იმედოვნებს, რომ საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორგანიზაციებისთვის, პირველ ყოვლისა კი, მათი ბენეფიციარი მარტოხელა მშობლებისთვის.

 

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ მარტოხელა მშობელს იწვევს.

ასევე იხილეთ

გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა

16 მაისს, გურჯაანში გაიხსნა და ამოქმედდა მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმოს “ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კავშირის“ საცხობი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *