Home / სიახლეები / HRDF აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში

HRDF აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში

ადამიანი უფლებების განვითარების ფონდი” აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე – მარტოხელა მშობლები საქართველოში.

 

ვინ არიან მარტოხელა მშობლები:

 

  •  ქალი ან კაცი, ვისაც რეგისტრირებული ქორწინების გარეშე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი;
  •  განქორწინებული ქალი ან კაცი, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
  • ქვრივი, რომელსაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს;
  • ქალი ან კაცი, ვისაც შვილად ჰყავს აყვანილი არასრულწლოვანი.

 

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მასალა:

  • საკონკურსო მასალა, შესაძლოა, იყოს 1 ფოტო ან ფოტოპროექტი(მაქსიმუმ 12 ფოტო);
  • ფოტო/ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფაილის ფორმატით, მინიმუმ 2000-3000 pix;
  •  ფოტოები შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი;

 

რა კრიტერიუმებით შეირჩევა საუკეთესო ფოტო/ფოტოპროექტი:

  • მასალაში უნდა ჩანდეს, რომ დედა/მამა მარტოხელაა და შვილს მარტო ზრდის;
  • უნდა ჩანდეს ის სირთულეები, რაც შვილის მარტო გაზრდას უკავშირდება;
  • სასურველია, ჩანდეს ის სოციალური პრობლემები, რაც მარტოხელა მშობლების უმეტესობას აქვს.

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ნომინაციაში:

პირველი ადგილი – 500 ევრო;
მეორე ადგილი – 400 ევრო;
მესამე ადგილი – 300 ევრო.

 

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოგზავნონ ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე: info@hrdf.ge ან წარადგინონ შემდეგ მისამართზე: კანდელაკის ქუჩა 2, სადარბაზო 2, სართული 2, ბინა 22.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 477 566

ასევე იხილეთ

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებით HRDF-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუცო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის სარჩელი, რომელიც მარტოხელა მშობლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *