Home / 2017

Yearly Archives: 2017

მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიცვალა

საქართველოს პარლამენტმა 21 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო ახალი კანონი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს ცვლის. აქამდე მოქმედი საკანონმდებლო ნორმით,  ქალს/კაცს მარტოხელა მშობლის სტატუსი რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლისთანავე უწყდებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, იღებდა თუ არა მისი მეუღლე ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.    2015 წლის 25 მაისს სახალხო დამცველმა, აღნიშნული ნორმის შეცვლის მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. მისი განმარტებით, მარტოხელა მშობელს სტატუსი არა ქორწინებაში შესვლის, არამედ  ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყვეტოდა.     პარლამენტის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11911-ე მუხლის მე-4  ნაწილში და მარტოხელა …

იხილეთ მეტი »

როგორ შევქმნათ სოციალური საწარმო – ტრენინგი მარტოხელა მშობლებისთვის

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი აგრძელებს მარტოხელა მშობლების გაძლიერებაზე ზრუნვას. ამ მიზნით ფონდმა მ.წ. 11-12 დეკემბერს ჩაატარა ტრენინგი სპეციალურად მათთვის.    ორდღიან სემინარზე მარტოხელა მშობლებმა სოციალური საწარმოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს – რა არის სოციალური საწარმო, რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ბიზნეს საწარმოსგან, როგორ უნდა შევქმნათ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მან წარმატებულად იმუშაოს.    ფონდის ბენეფიციარებმა რამდენიმე პრაქტიკული დავალება და პრეზენტაცია  გააკეთეს. სემინარის მეორე ნაწილი …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

1 დეკემბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი, SOS ქუთაისის ბავშვთა სოფლის დახმარებით, ქუთაისში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებს შეხვდა.   ფონდის წარმომადგენლებმა თითოეული მათგანის პრობლემა მოისმინეს. მათ, ძირითადად, ისეთი საკითხები აქვთ მოუგვარებელი, როგორიცაა ალიმენტი, სოციალური დახმარების დანიშვნა, ქონებრივი დავა განქორწინებულ მეუღლესთან და ა.შ. სამწუხაროდ, მათ დიდი ნაწილს საარსებო ხარჯებისა და ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილება …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა დედოფლისწყაროში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

17 ნოემბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს ესტუმრნენ და მარტოხელა მშობლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ივნისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 57 სტატუსიანი მარტოხელა დედა ცხოვრობს.   მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა მარტოხელა მშობლებს კომუნალური გადასახადის დაფარვაში ეხმარება, მათ მაინც მრავალი პრობლემა რჩებათ მოსაგვარებელი. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ფაქტი, რომ მათ საკუთარი უფლებების შესახებს სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციებში.   ფონდის წარმომადგენლები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის …

იხილეთ მეტი »

შეხვედრა ქვახვრელში მცხოვრებ მარტოხელა მშობლებთან

10 ნოემბერს  ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მარტოხელა მშობლებთან შეხვედრა გამართა.     ფონდის წარმომადგენლებმა მათ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მშობლებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.     როგორც მარტოხელა მშობლებთან საუბრისას გაირკვა, მათი მთავარი პრობლემა სოციალური გაჭირვებაა.  მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ იცის ბავშვის მამის ვინაობა, მათი მხრიდან ვერანაირ ფინანსურ დახმარებას ვერ იღებს. შესაბამისად, მარტოებს უწევთ ყველა პრობლემასთან გამკლავება.   …

იხილეთ მეტი »

ბოშების სამართლებრივი მდგომარეობა

დოკუმენტაციის საკითხი ბოშების დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება. თუმცა, უმეტესად მსგავსი პრობლემა ზრდასრულ ბოშებს აქვთ. დიდი ხნის მანძილზე ბოშა ქალების უმრავლესობა სახლში მშობიარობდა. დღეს მსგავსი ფაქტები იშვიათია. საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით, ქალებმა უკვე იციან, რომ რეგისტრაცია აუცილებელია მათი არსებობის იურიდიულად დადასტურებისთვის და სამომავლო დოკუმენტების მისაღებად, ამიტომ ისინი უკვე სამშობიაროებში მშობიარობენ.   ბოშათა …

იხილეთ მეტი »

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ბოშათა სამართლებრივ მდგომარეობაზე ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 31 ოქტომბერს მოქალაქეობის არმქონე ბოშათა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.   ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკაში განხორციელბული საქმეების ანალიზს ეფუძნება. როგორც ირკვევა, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებისა, ბოშებისთვის ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურის დამოუკიდებლად გავლა საკმაოდ რთულია. მათ შორის მაშინაც, როცა მათ დაბადების მოწმობის ან ID …

იხილეთ მეტი »

მარტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

წინამდებარე კვლევაში განხილულია პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შესწავლის შედეგად გამოკვეთილი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოში მარტოხელა მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის გაანალიზებაში დაგვეხმარება. ამასთან, კვლევაში იხილავთ ზემოხსენებული საკითხებისა და უცხო ქვეყნების პრაქტიკის შედარებას, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია რეკომენდაციები საქართველოში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად და დასახვეწად.   დაუქორწინებელი მშობლების შვილთა საკითხებს …

იხილეთ მეტი »

კონკურსის გამარჯვებული ფოტოები

2017 წლის 16 ოქტომბერს ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ფონდმა მარტოხელა მშობლების თემაზე ფოტოკონკურსი მარტის დასაწყისში გამოაცხადა.    პირველი ადგილი ცია ლაბაძის ფოტოპროექტმა დაიკავა – მარტოხელა მამა მინდია ბოკუჩავა მეუღლემ მიატოვა და სამ შვილს მარტო ზრდის. 10 წლის მარი და 9 წლის საბა მამასთან ცხოვრობენ, უმცროსი შვილი კი, სახსრების უქონლობის …

იხილეთ მეტი »

HRDF-მა „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედა გამართა

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდმა 18-19 ოქტომბერს „მოქალაქეობის არმქონე ბოშათა მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედა გამართა.   შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა პროექტში ფონდის პარტნიორი ორგანიზაცია – NESEHNUTI.   ორდღიანი შეხვედრის ძირითადი მიზანი ბოშათა პრობლემების განხილვა, მათგან ძირითადი და პირველადი პრობლემების გამოყოფა და მათზე ადვოკატირების ერთობლივი გეგმის შედგენა იყო.   სამუშაო ჯგუფში …

იხილეთ მეტი »