Home / ორგანიზაციის შესახებ / ორგანიზაციის შესახებ

ორგანიზაციის შესახებ

ა.(ა).ი.პ. „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ დაფუძნდა 2016 წლის 4 აპრილს. ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა ადამიანის უფლებების სფეროში, განსაკუთრებით კი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაა; ასევე ქალთა გაძლიერებისა და გენდერულ თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებაში.
ფონდის მისიას წარმოადგენს საგანმანათლებლო, საქველმოქმედო, სამშვიდობო და სხვა, კანონით ნებადართულ აქციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა და ორგანიზება საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო პირებთან თანამშრომლობით.

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი ახორციელებს ადამიანის უფლებათა სფეროში, განსაკუთრებით კი, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების, უნარების განვითარების, უფლებების დაცვის, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობისა და სხვა კანონით დაშვებულ საქმიანობას.
ფონდის საქმიანობას წარმართავს გამგეობა, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
ასევე, ფონდს ჰყავს არჩეული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ეხმარება და წვლილი შეაქვს ფონდის განვითარებაში და უზრუნველყოფს ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების შესრულებას. ფონდის საკონსულტაციო საბჭო შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომელიც გამგეობას აძლევს რჩევებს ორგანიზაციულ განვითარებასა და მენეჯმენტზე, სტრატეგიასა და პოლიტიკაზე.