Home / ვაკანსია

ვაკანსია

სტაჟირება HRDF-ში

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ (Human Rights Development Fund) საერთაშორისო სამართლისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის III-V კურსის სტუდენტებს სთავაზობს პროექტის მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება ფარგლებში სტაჟირებას.

 

სტაჟირების განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ბენეფიციარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაუწიონ სატელეფონო და პირადი კონსულტაცია, მოამზადონ საქმისათვის საჭირო დოკუმენტები და მიიღონ მონაწილეობა საქმის განხილვაში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში.

 

სასურველი კანდიდატი უნდა ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს და შეეძლოს როგორც ინდივიდუალური ისე გუნდური მუშაობა.

 

სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე.

სტაჟირების დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.

 

დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – humanrightsdevelopmentfund@gmail.com

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი.